გარანტია და უსაფრთხოება

                                               

ზოგადი პირობები:

 

  1. "SMILEY"-ის და "ARAY"-ის მაღაზიათა ქსელში ნაყიდ პროდუქციას მოყვება წინამდებარე საგარანტიო ბარათი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მხოლოდ მყიდველისა და გამყიდველის მიერ ორმხრივად ხელმოწერის შემთხვევაში;
 
  1. საგარანტიო მომსახურების მისაღებად მყიდველი ვალდებულია, თავად წარადგინოს ნაყიდი ტექნიკა ქარხნული შეფუთვით (ყუთით და პენოპლასტით) სერვის-ცენტრში (ავტორიზებული სერვის-ცენტრების ჩამონათვალი ბრენდების მიხედვით მოცემულია წინამდებარე საგარანტიო მომსახურების ბარათში), წინამდებარე საგარანტიო ბარათი და მწარმოებლის საგარანტიო ბარათი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 
  1. იმ შემთხვევაში, თუ ნაყიდ პროდუქციას ყიდვიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში აღმოაჩნდება ქარხნული წუნი/დეფექტი, შესაბამისი სერვის-ცენტრის დასკვნის საფუძველზე, გამყიდველი იღებს ვალდებულებას, შეუცვალოს ახლით;
 
* მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირობა არ მოქმედებს ჰიგიენური მოხმარების (წვერის საპარსი, ეპილატორი, ცხვირის ტრიმერი) პროდუქციის შეძენის შემთხვევაში;
 
* მე-3 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიღება, მყიდველს შეუძლია მხოლოდ შეძენილი საქონლის შესაფუთი ყუთის, საგარანტიო მომსახურების ბარათისა და სალაროს ჩეკის გამყიდველისათვის წარმოდგენის შემთხვევაში;
 
  1. იმ შემთხვევაში, თუ ნაყიდ პროდუქციას ყიდვიდან 3 (სამი) კალენდარული დღის შემდეგ აღმოაჩნდება ქარხნული წუნი და ტექნიკა ექვემდებარება შეკეთებას, რასაც ადასტურებს შესაბამისი ავტორიზებული სერვის-ცენტრის დასკვნა, გამყიდველი იღებს ვალდებულებას, სერვის-ცენტრის მიერ დასკვნის გამოტანიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს წუნდებული საქონლის შეკეთება და გადასცეს მყიდველს იმ სერვის-ცენტრში, რომელმა სერვის-ცენტრმაც განახორციელა შეკეთება;
 
* ავტორიზებული სერვის-ცენტრი დასკვნის გამოტანას წუნდებულ პროდუქტზე ახორციელებს მყიდველის მიერ პროდუქტის წარდგენიდან 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში;
 
  1. იმ შემთხვევაში, თუ ნაყიდ პროდუქციას, ყიდვიდან 3 (სამი) კალენდარული დღის შემდეგ აღმოაჩნდება ქარხნული წუნი და პროდუქტი არ ექვემდებარება შეკეთებას, რასაც ადასტურებს შესაბამისი ავტორიზებული სერვის-ცენტრის დასკვნა, გამყიდველი იღებს ვალდებულებას, სერვის-ცენტრის დასკვნის საფუძვეზე, შეუცვალოს მყიდველს წუნდებული პროდუქცია იდენტური ან იგივე საფასო დიაპაზონში არსებული პროდუქტით;
 
  1. იმ შემთხვევაში, თუ ნაყიდ პროდუქციას, ყიდვიდან 3 კალენდარული დღის შემდეგ აღმოაჩნდება ქარხნული წუნი და პროდუქცია არ ექვემდებარება შეკეთებას, რასაც ადასტურებს შესაბამისი ავტორიზებული სერვის-ცენტრის დასკვნა, გამყიდველი იღებს ვალდებულებას, სერვის-ცენტრის დასკვნის საფუძველზე, შეუცვალოს მყიდველს წუნდებული პროდუქტი იმავე ან მეტი ღირებულების ალტერნატიული პროდუქტით, იდენტური საქონლის "SMILEY"-ის და "ARAY"-ის ქსელში არ არსებობის შემთხვევაში;
 
* მყიდველი დაზიანებული საქონლის ნაცვლად თუ იღებს ალტერნატიულ პროდუქტს, რომლის ღირებულებაც მეტია ნაყიდი პროდუქტის ღირებულებაზე, მყიდველი ანაზღაურებს მათ ღირებულებებს შორის სხვაობას;
 
  1. პროდუქტი, რომელიც მოითხოვს სპეციალურ ჩართვას (მონტაჟს) უნდა დამონტაჟდეს გარანტიის გამცემი ორგანიზაციის წარმომადგენლის (ავტორიზებული სერვის-ცენტრი) მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქტზე გარანტია არ ვრცელდება.
 
 
უფასო საგარანტიო მომსახურება არ სრულდება შემდეგ შემთხვევებში:
 
  • ოპერაციული სისტემის, პროგრამული უზრუნველყოფის ნებისმიერი დაზიანებისას;
 
  • ელექტრო მოწყობილობის არასწორი ან არაკვალიფიციური დამონტაჟებისას, რომელიც განხორციელებული არ არის ავტორიზებული სერვის-ცენტრის ან გარანტიის გამცემი სუბიექტის რეკომენდირებული პირის მიერ;
 
  • ტექნიკაზე რომელიც ფიზიკურად არის დაზიანებული მაგ: გატეხილი, გაბზარული, გაკაწრული, ჩაჭყლეტილი, დამწვარი, დამდნარი. ასევე, წყლის ან წვიმის წვეთით გამოწვეულ დაზიანებებზე. მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ მოდელის სპეციფიკაში მითითებულია დაზიანების საწინააღმდეგო ფუნქციის არსებობა (სპეციფიკაში მითითებული დაზიანების საწინააღმდეგო ფუნქცია ამცირებს, მაგრამ არ გამორიცხავს ამ დაზიანების მიღების ალბათობას. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას შეძენილი ნივთი მექანიკური, თერმული და ჰიდრო დაზიანებისგან);
 
  • ტექნიკაზე, რომელსაც აღენიშნება შეკეთების მცდელობა;
 
  • ტექნიკაზე, რომელზეც არ იკითხება პროდუქტის სერიული ნომერი და მოდელის
დასახელება;
 
  • ტელევიზორის, მონიტორის, ნოუთბუქის ფოტოაპარატის ან ტელეფონის ეკრანის მკვდარ წერტილზე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ტექნიკასთან თანდართულ დოკუმენტაციაში;
 
  • ციფრული ფოტოაპარატების, მობილურების, პლანშეტების კაბელებსა და აქსესუარებზე;
 
  • ელექტრო საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე (სარეცხი მანქანა, კონდიციონერი,
მაცივარი და სხვა) დაბალი ან მაღალი ძაბვისგან დენის ცვალებადობის გამო აპარატის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში;
 
  • მომხმარებელი ვალდებულია, ელექტრომოწყობილობების, ექსპლუატაცია უზრუნველყოს დამიწების სადენით, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარანტიის გამცემი ორგანიზაცია იხსნის პასუხისმგებლობას რაიმე ტიპის დაზიანებაზე;
 
  • პროდუქციის ექსპლუატაციის წესების დარღვევისას;
 
  • საგარანტიო მომსახურების ბარათის დაკარგვის, მფლობელის მიერ ბარათში შესწორების შეტანის, ბარათზე ბეჭდის უქონლობის, სერიული ნომრის გადასწორების ან ორმხრივად ხელმოწერის არ არსებობის შემთხვევაში;
 
  • წყლის გამაცხელებელ დეტალებზე ნადების გაჩენისას (წყლის სიხისტის ზედმეტობისას, აუცილებელია, პერიოდულად სპეციალური პრეპარატების გამოყენება);
 
  • აპარატის მოძრავ ელემენტებში უცხო საგნების მოხვედრისას, ნათურების, ფილტრების, შუშის, მოძრავი პლასტმასის დეტალების მწყობრიდან გამოსვლისას. ასევე, სხვა შემთხვევებში - სტიქიური უბედურება, ხანძარი და სხვა;
 
  • თუ ნივთი დაზიანებულია პარაზიტი მწერებისა და მღრღნელების მიერ;
 
  • დისტანციური მართვის პულტების ნებისმიერი სახის დაზიანებისას;
 
  • დენის წყაროსთან ტექნიკის არასწორი მიერთებისას.
 
 
ავტორიზებული სერვის ცენტრები:
 
ტექპოინტი / მის: ქ. თბილისი, ბელიაშვილი #8 / ტელ: 2 42 22 15
Samsung, Canon, Fujitsu, ViewSonic, Asus, Acer, Sven, APC, Toshiba, Prestigio, Alcatel, TP-link-ის ნებისმიერი ტექნიკა; TCL-ის ტელევიზორები; სათამაშო კონსოლები; კომპიუტერები; HTC, Sony, Huawei, ZTE, Asus-ის მობილური ტელეფონები; HP-ის ნოუთბუქები;
 
SERVICEMASTER / მის: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #1/1 / ტელ: 2 305 400
Polaris, Babyliss, Fagor, Tristar, Scarlet, Princess, Kenwood, Diamond, Pyramida, Balu, Smeg, Elika, Sinbo, Thomas, Atlanta, Nomi, Sharp, Steamone, Sven, Snaige, Valera, Smart Way, Electrolux, G Touch, Moulinex, Moser, Franko, Irit, Zanussi;
 
LG-ის სერვის-ცენტრი / მის: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116
LG-ის პროდუქცია;
 
ვესტ-სერვისი / მის: ქ. თბილისი, წერეთლის #69 / ტელ: 2 35 75 00, 2 30 51 11, 2 18 09 35
Panasonic, Samsung, Indesit, Hot-Point Ariston, Sony, Valera;
 
ტექნო სერვისი / მის: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას #30ა / ტელ: 2 312 000
Samsung, Vitek, Maxwell, Apple, Indesit, Hot-Point Ariston, Saturn, Honda Philips, Kenwood, Braun, Kenwood, Balu, Electrolux, Akog;
 
ელიტ სერვისი / მის: ქ. თბილისი, ვაგზლის მოედანი #2 / ტელ: 2 200 202
Cron, Gorenje, Toshiba, Hitachi, Siemens, Ergo;
 
Orient Logic / მის: ქ. თბილისი, ბელიაშვილის #8 / ტელ: 2 25 48 18
HP-ის ნოუთბუქები Probook, Compac;
 
SERVICE ICT GEORGIA / მის: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას #96 / ტელ: 2 94 54 35
Motorola, Lenovo;
 
ევო სერვისი / მის: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას #6 / ტელ: 2  23 75 46 
HP-ის ნოუთბუქები - Pavilion, Envy;
 
შ.პ.ს. "ტელკო" / მის: ქ. თბილისი, ყაზბეგი #29ა / ტელ: 2 19 29 99  
TENDA, PISEN;
 
შ.პ.ს "კამარა სისტემს" / მის: ქ. თბილისი, კეკელიძის #15 / ტელ: 2 22 20 30
Intex-ის დინამიკები;
 
TARGET / მის: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #1/1 / ტელ: 577 74 47 01
Asel, Akog;
 
ILITEK SERVICE / მის: ქ. თბილისი, წერეთლის #57 / ტელ: 2 34 84 17
Ilitek-ის ტექნიკა;
 
კიდობნის სერვისი / მის: ქ. თბილისი, «კიდობანი», მაღაზია 47 / ტელ: 551 10 20 61
Elegance-ის ტელევიზორები;
 
MEGASERVICE / მის: ქ. თბილისი, წერეთლის #106 / ტელ: 2 76 78 17
Midea, Simfer.