რატომ უნდა შეიძინოთ პურის საცხობი?

10/02/2018
მომხმარებელი test test
თულია შეგეძლოს თანამედროვე ცხოვრების რიტმს ფეხი აუწყო, იმუშაო, დაისვენო, დილით ოჯახთან ერთად გემრიელად ისაუზმო, ყველაფერი მოასწრო და თან ბედნიერი იყო. რა კარგი იქნებოდა დილით ცხელი პურის სურნელი გვაღვიძებდეს, ფინანსებს როგორ შეგვიმცირებდა, რამდენ დროს დაგვიზოგავდა, ჯანსაღი კვება პატარებს როგორ მოუხდებოდათ. სწორედ ამიტომ! წარმოგიდგენთ თანამედროვე სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს - პურის საცხობს.
რა არის პურის საცხობი - პურის ელექტრო საცხობი წარმოადგენს მრავალფუნქციურ მოწყობილობას, რომელსაც შეუძლია ცომი მოზილოს, გამოაცხოს 50-ზე მეტი სახეობის პური, მოამზადოს იოგურტი და ჯემი. ეს ნივთი ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას იოლად ერგება, შეუძლია როგორც ნოყიერი, ასევე დიეტური პურის მომზადება.
მოგეხსენებათ, რამდენად რთულია ჯანსაღი საკვების შეძენა და დაგემოვნება. სახლის პირობებში შეგიძლიათ გამოაცხოთ ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და გემრიელი პური, კონსერვანტების გარეშე.
დაზოგეთ ფინანსები: 1 კგ პურის გამოცხობა საშუალოდ დაგიჯდებათ 1 ლარი და 10 თეთრი, როდესაც 300-400 გრამიან პურში იხდით 80-90 თეთრს.
შეგიძლიათ ისარგებლოთ დროის გადავადებით - დააყენეთ დრო და სამსახურიდან სახლში მოსვლისას, ან დილით გაღვიძებისას დააგემოვნოთ ცხელი, გემრიელი, ჯანსაღი და ნოყიერი ახლადგამომცხვარი პური.
რა არის საჭირო პურის გამოსაცხობად?
1) აირჩიეთ სასურველი პურის სახეობა მენიუდან, მოათავსეთ საცხობში საჭირო რაოდენობის ინგრედიენტები, საჭირო თანმიმდევრობით.
2) დააჭირეთ ღილაკს „Start”.
3) დაელოდეთ და დააგემოვნეთ.
„სმაილის“ მაღაზიათა ქსელში პურის საცხობების ფართო არჩევანია წარმოდგენილი, მათი შეძენა 129 ლარიდან შეგიძლიათ. დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ჩვენს ნებისმიერ ფილეალს.

ავტორი: გიორგი კევლიშვილი

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

შეტყობინების დატოვება