როგორ გავრეცხოთ, დავაუთოვოთ და მოვუაროთ სწორად?

10/02/2018
მომხმარებელი მალხაზ შერგელაშვილი

ალბათ ერთხელ მაინც გაგიფუჭებდათ სარეცხი მანქანა საყვარელ მაისურს, ფერს შეუცვლიდა, ან დაუთოვების დროს დაზიანდებოდა. ზემოთ ხსენებულ პრობლემებს, რომ თავი ავარიდოთ წარმოგიდგენთ ტანსაცმელზე დატანილი ყველაზე გავრცელებული სიმბოლოების განხილვას.

რეცხვის ძირითადი ინსტრუქცია:
რეცხვა - სიმბოლო აღნიშნავს სტანდარტულ რეცხვას, რომელიც დატანილია ყველა იმ ქსოვილზე, რომლის გარეცხვაც შეიძლება.
ტემპერატურის ინდიკატორი - წერტილები აღნიშნავს ტემპერატურებს შორის სხვაობას.
1 წერტილი - 30º
2 წერტილი - 40º
3 წერტილი - 50º
4 წერტილი - 60º
5 წერტილი - 70º
6 წერტილი - 95º

ტანსაცმლის სახეობა - რეცხვის სიმბოლო, წერტილი და ქვეშ ხაზი ერთ სიმბოლოზე აღნიშნავს ქიმიურად დამზადებულ ტანსაცმელს, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ არ დაიჭმუჭნოს, შესაბამისად ის არ უნდა დააუთოვოთ.

დელიკატური ქსოვილები - სიმბოლო გვაფრთხილებს, რომ ქსოვილი შედგება ფაქიზი ბოჭკოებისგან, რომელიც უხეში რეცხვის დროს შეიძლება დაზიანდეს. ძირითადად დატანილია ბამბის და აბრეშუმის ტანსაცმელზე.

ხელით რეცხვა - ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს ხელით, რადგან სარეცხის მანქანამ იგი შეიძლება დააზიანოს. რეცხვამდე კარგად დაალბეთ ქსოვილი. გაითვალისწინეთ, რომ არსებობს სარეცხის საშუალებები, რომლებიც სპეციალურად შექმნილია ხელით რეცხვისთვის და არ იწვევს კანის გაღიზიანებას.

არ გარეცხოთ - თუ თქვენს ტანსაცმელზე დატანილია სტანდარტული რეცხვის ამკრძალავი სიმბოლო, ქსოვილი უნდა გაიწმინდოს მშრალად, რათა იგი არ დაზიანდეს.

ქსოვილის მოვლის საშუალებები:
მოვლა ნებისმიერი ხერხით - ქსოვილს შეგვიძლია მოვუაროთ ნებისმიერი საშუალებით.

ქლორის აკრძალვა - შეამოწმეთ სითხის შემადგენლობა, ის ქლორს არ უნდა შეიცავდეს.

არ გამოიყენოთ მათეთრებელი - სიმბოლო გვაფრთხილებს, რომ ქსოვილზე დაუშვებელია მათეთრებლის გამოყენება.

დაუთოვება:
სიმძლავრე - უთოს სიმბოლოში მოთავსებული წერტილების რაოდენობა აღნიშნავს დაუთოვების პროცესში უთოს სიმძლავრის დონეს - 3 წერტილი მაღალი, 2 წერტილი საშუალო, 1 წერტილი დაბალი ტემპერატურა.

მშრალი წმენდა:
                                 მშრალი წმენდის სიმბოლო

                                   არ გაწმინდოთ მშრალად

მხოლოდ მშრალი წმენდა

მხოლოდ მშრალი წმენდა



ავტორი: გიორგი კევლიშვილი