როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი?

10/02/2018
მომხმარებელი John Doe

ზაფხულის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება სიცხესთან ბრძოლის ხერხების ძიება. ყველაზე პოპულარული გადაწყვეტილება რა საკვირველია, კარგი გამაგრილებელი საშუალების მოძებნაა, რომელსაც ძირითად შემთხვევაში კონდიციონერი წარმოადგენს.

კონდიციონერი აუცილებლად გახდება თქვენი ოჯახის სანდო პარტნიორი, ნაკლები ელექტრო ენერგიის დანახარჯით, ხანგრძლივი ექსპლუატაციის პერიოდითა და რაც მთავარია მაღალი გაგრილების ხარისხით, თუ მას სწორად შეარჩევთ. სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ იმ ოპტიმალურ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება გაუსაძლის სიცხესთან ბრძოლაში.
კონდიციონერის საყიდლად წასვლამდე გაარკვიეთ იმ გასაგრილებელი ადგილის კვადრატული ზომა, რომლისთვისაც აპირებთ ნივთის შეძენას. ინფორმაცია დეტალურად მიაწოდეთ კონსულტანტს, რომელიც ტექნიკის შერჩევაში დაგეხმარებათ.
ნებისმიერ კონდიციონერს გააჩნია სიმძლავრის მაჩვენებელი, რომელიც გვაწვდის ზოგად ინფორმაციას რამხელა ფართობის გაგრილება შეუძლია მას. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ კონდიციონერის სიმძლავრე, რომელიც ანოტაციაზეა დატანილი, წარმოადგენს მის მაქსიმალურ შესაძლებლობას იდეალურ პირობებში. ამიტომ, ეცადეთ მხოლოდ ზოგადი ინფორმაციით არ იხელმძღვანელოთ.
კონდიციონერის შერჩევის დროს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებს წარმოადგენს - შენობის ფართობი, ჭერის სიმაღლე, სითბოს გამომყოფი ტექნიკის რაოდენობა და თბოიზოლაცია. ნებისმიერ მათგანს შეუძლია შეაფერხოს კონდიციონერის მუშაობის ეფექტურობა.
მაგალითად, 40 კვადრატულ მეტრზე, რომელშიც წარმოდგენილია სტანდარტული საყოფაცხოვრებო პირობები, საშუალო ზომის ჭერი და კარგი თბოიზოლაცია, საზოგადოების ძირითადი ნაწილი შეარჩევს კონდიციონერს, რომელიც 40 კვადრატულ მეტრზეა გათვლილი. ეს იქნება შეცდომა, რომელიც გამოიწვევს ელექტრო ენერგიის დანახარჯის გაზრდას, მისი ექსპლუატაციის ვადის შემცირებას და ყველაფერთან ერთად ვერ გააგრილებს ოთახს ხარისხიანად, რადგან კონდიციონერი მაქსიმალური დატვირთვით იმუშავებს, ძრავის ცვეთა გაიზრდება, ხოლო გაგრილების ეფექტურობა რეგულარულად დაიკლებს. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო ალტერნატივა იქნებოდა შეგვეძინა უფრო მძლავრი კონდიციონერი (60 კვ), რომელშიც ცოტა მეტს გადავიხდიდით, მაგრამ იგი მოიხმარდა ნაკლებ ელექტრო ენერგიას, იმუშავებდა დიდხანს და გაგვაგრილებდა ეფექტურად.
მნიშვნელოვანია განსაზღვროთ რამდენად აქტიურად აპირებთ კონდიციონერის გამოყენებას, რადგან ბაზარზე წარმოდგენილია კონდიციონერები, როგორც სტანდარტული ძრავით, ასევე ინვერტორული კომპრესორით. ჩვეულებრივი ტიპის ძრავი მუშაობს თერმორეგულატორით (ე.წ თერმოსტატი), რომელიც თქვენს მიერ მითითებული ტემპერატურის მიღწევის შემდეგ კონდიციონერს ავტომატურად თიშავს და რთავს, ხოლო ინვერტორული ძრავი (ჭკვიანი მექანიზმი) უზრუნველყოფს მითითებული ტემპერატურის რეგულირებას ავტომატურად, ძრავზე დატვირთვის რეგულარული ცვალებადობის ხარჯზე. სტანდარტული და ინვერტორული კონდიციონერების ფასები განსხვავდება. სწორედ ამიტომ, თუ თქვენ გეგმავთ კონდიციონერი დღეში 7-10 საათამდე რეგულარულად გამოიყენოთ, სასურველია შეიძინოთ კონდიციონერი ინვერტორული ძრავით, რომელიც დაახლოებით 25-30%-მდე უფრო ეკონომიური იქნება ელექტრო ენერგიის მოხმარების დროს, ხოლო მისი ექსპლუატაციის ვადა ძრავის ნაკლები ცვეთის გამო, საგრძნოვლად გახანგრძლივებულია.
კონდიციონერებს შორის ფასში სხვაობას განაპირობებს დამატებითი ტექნოლოგიები, რომლებიც უფრო სასიამოვნოს და კომფორტულს ხდის ტექნიკის გამოყენებას - ნაკლები ხმაურის დონე, მსუბუქად სუნთქვის შესაძლებლობა, ვირუსებისგან დაცვა, სწრაფი გაგრილების სისტემა და ა.შ
გისურვებთ გრილ და ღიმილიან ზაფხულს „სმაილთან“ ერთად. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ.

ავტორი: გიორგი კევლიშვილი

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

შეტყობინების დატოვება