„სმარტ-აირბაგი“ მობილურის სადარაჯოზე

10/02/2018
მომხმარებელი John Doe

ალბათ, გაფიქრებაც არ გინდათ თქვენი საყვარელი სმარტფონი იატაკზე წარმოიდგინოთ. გაბზარული ეკრანი, დამსხვრეული პანელი - რთულია ასეთ რეალობას თვალი გაუსწორო. არასასიამოვნო მომენტებს, რომ თავი ავარიდოთ, ნიჭიერმა გერმანელმა სტუდენტმა, ფილიპ ფრენსელმა, მსოფლიოს სმარტფონის ჩასადები „ქეისის“ ახალი მოდიფიკაცია წარუდგინა. ეს არაჩვეულებრივი მოწყობილობა როგორც კი იგრძნობს მობილურის ვარდნის საფრთხეს, მაშინვე გაშლის მეტალის საცეცებს და გმირულად გადაარჩენს თქვენს სმარტფონს.


ვიზუალური ხარვეზების აღმოფხვრისა და მისი საერთაშორისო რეალიზაციის შემდეგ ფრენსელს საკუთარი შემოქმედება გაამდიდრებს, ხოლო სმარტფონის მომხმარებლებს გაუთვალისწინებელ ხარჯებს საგრძნობლად შეუმცირებს. დამსხვრეული ეკრანების ერა სავარაუდოდ ძალიან მალე დასრულდება.


ავტორი: გიორგი კევლიშვილი

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

შეტყობინების დატოვება