5 მითი ტელევიზორზე

10/02/2018
მომხმარებელი John Doe
ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ბევრი „ჟარგონული“ ინფორმაცია ტელევიზორზე, რომელიც ადამიანს ხელს უშლის მიიღოს მართებული გადაწყვეტილება ნივთის შერჩევის პროცესში. წარმოგიდგენთ სტერეოტიპებს ტელევიზორებზე - 5 ყველაზე გავრცელებული მითი.
1. 4K ტელევიზორი ძვირია - 4 წლის წინ ხსენებული დებულება აუცილებლად სწორი იქნებოდა, მაგრამ თანამედროვე რეალობა რადიკალურად განსხვავებულია. დღეს 4K ტელევიზორი მარტივად ხელმისაწვდომი ნივთია, რომელზეც ხშირად წარმოდგენილია ფასდაკლება, რაც საშუალებას გაძლევთ სტანდარტული FHD ტელევიზორის ფასად შეიძინოთ UHD ტელევიზორი.
2. რკალისებრი ტელევიზორი უკეთესია - ალბათ ეს მითი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ქართულ საზოგადოებაში. ძალიან ბევრი მომხმარებელი ფიქრობს, რომ რკალისებრი ტელევიზორი ტექნოლოგიურად განსხვავდება თავისი სხვა ალტერნატივებისგან. რეალურად რკალისებრი ტელევიზორის შეძენა სასურველია მაშინ, როდესაც 2-3 ადამიანი აპირებს ყურებას ახლო მანძილიდან, რათა მიიღოს მეტი ემოციური კავშირი კადრთან და ნაწილობრივ შექმნას პანორამის ეფექტი. სტანდარტული ტიპის ტელევიზორებს აქვთ ხედვის უფრო მაღალი კუთხე, ვიდრე რკალისებურს, ამიტომ სასურველია მომხმარებელმა წინასწარ განსაზღვროს ღირებულება და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.
3. 4K ვერ გამოიყენებ - ნებისმიერ 4K ტელევიზორის პროცესორს შეუძლია დაბალი რეზოლუციის ვიდეო, პიქსელების ავტომატური გაფერადების ხარჯზე, გააუმჯობესოს, შესაბამისად UHD ტელევიზორს აუცილებლად უკეთესი დეტალიზაცია ექნება, ვიდრე FHD ან HD ტელევიზორს, მასში გაშვებული ვიდეოს ხარისხის მიუხედავად. ამიტომ, თუ აპირებთ იყიდოთ 4K ტელევიზორი, ნუ დაგაღონებთ ჭორები, თქვენი ტელევიზორი აუცილებლად უკეთესად აჩვენებს, ხოლო თქვენი გადაწყვეტილება სწორი იქნება.
4. სმარტ ტელევიზორს ვყიდულობ, კომპიუტერი აღარ მჭირდება - ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ სმარტ ტელევიზორს შეუძლია შეცვალოს კომპიუტერი, რადგან მას შეუძლია დაიჭიროს Wifi და ჩატვირთოს საიტები. თანამედროვე სმარტ ტექნოლოგია შექმნილია ონლაინ რეჟიმში ფილმების საყურებლად და აპლიკაციების საშუალებით სხვადასხვა ინფორმაციის მისაღებად. ტელევიზორი ვერანაირად ვერ შეცვლის კომპიუტერს. სმარტი კარგია, მაგრამ ეს არის დამატებითი ფუნქცია, რომელიც უფრო კომფორტულს ხდის ტელევიზორის გამოყენებას.
5. ტელევიზორი დავირუსდა - ტელევიზორის დავირუსება შეუძლებელია, მას არ შეუძლია წაიკითხოს ფაილის ის ფორმატი, რომელშიც ვირუსები იწერება. არის შემთხვევები, როდესაც განახლებამდე, ტელევიზორის სისტემას აქვს მცირე ხარვეზები, რომლებიც განახლების შემდეგ აუცილებლად მოგვარდება.

ავტორი: გიორგი კევლიშვილი

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

შეტყობინების დატოვება